შოკოლადი-არის ტერმინი,რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება.
ისტორია
გადატრიალება 1828 წელს მოხდა, როდესაც ინჟინერმა კონრად ვან ჰოუტენმა კაკაოს მარცვლებისგან კაკაოს ცხიმის მისაღებად ჰიდრავლიკური პრესი ააგო. 1879 წელს რვა წლის შეუწყვეტელი ექსპერიმენტების შემდეგ შვეიცარელმა დანიელ პეტერმა გამოუშვა ბაზარზე რძიანი შოკოლადი. იმავე წელს, გამომგონებელმა ბერნიდან რუდოლფ ლინტმა შექმნა ორიგინალური მოწყობილობა და საფუძველი ჩაუყარა შოკოლადი „Fondat“-ის წარმოებას, რომელიც ენაზე დნებოდა. ეს მოწყობილობა იმხელა პოპულარულობით სარგებლობდა, რომ 20 წლის შემდეგ ციურიხელმა კომდიტერმა რუდოლფ შპრიუნგლიმ მის შესაძენად 1,5 მილიონი ფრანკი გადაიხადა რაც იმ დროისათვის 435 კილოგრამი ოქროს ფასის ექვივალენტი გახლდათ. პირველი გლაზირებული შოკოლადი 1900 წლიდან და შოკოლადის კამფეტები გულსართით 1912 წლიდან გაჩნდა. 1980 წელს
მსოფლიო საწარმოო შპიონაჟის ისტორიამ შეძრა, როდესაც შვეიცარიელი კომპანიის „Suchard-Tobler”-ის ერთ-ერთი
შეგირდი შეეცადა საიდუმლო რეცეპტი რუსეთის, ჩინეთისა და საუდის არაბეთის შოკოლადის მწარმოებლებისთვის მიეყიდა.
No comments:
Post a Comment