კაკაოს ხე, შოკოლადის ხე - Theobroma cacao L.
შოკოლადის ხე – Theobroma cacao L., ხემაგარასებრნი – Sterculiaceae ოჯახს მიეკუთვნება. 5-7 მ სიმაღლის, მარადმწვანე ხეა, ერთ მეტრამდე სიგრძის, მწვანედ მოლაპლაპე ფოთლებით. ნახევრადქოლგებად შეკრებილი წვრილი ყვავილები მოწითალო – ყვითელია. ყვავილების განთავსება ჩვენებურ მცენარეებს არ ჰგავს, ისინი უცნაურად გამოდიან ღეროების ამონაყრიდან და ტოტებიდან.
ნაყოფი 30 სანტიმეტრამდე სიგრძის კოლოფია, რომელშიც 50-მდე თესლი, კაკაოს მარცვლებია განთავსებული. თითოეული ხე, 5-7 კილოგრამ ნაყოფს იძლევა. თესლები ოვალურია, 3 სმ სიგრძის, შეზნექილი, თავდაპირველად დაფარულია თხელი აბსკით, მის გარეთ კი – გამერქნებული საბურავით.
გავრცელება
შოკოლადის ხის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ტროპიკული ტყეების მცენარეა. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში. უყვარს სითბო; +12 გრადუსზე მცენარე სიცივისაგან იღუპება.
ჩვენში მისი კულტივირება მხოლოდ ოთახის მცენარედაა შესაძლებელი. თბილისში იგი იყიდება, როგორც ოთახის მცენარე. შოკოლადის ხის თბილისში გავრცელებული ფორმა, სპეციალური “დეკორატიული” ფორმაა, განსაკუთრებით დიდი ფოთლებით. ეს ფორმა ევროპაშია გამოყვანილი.
No comments:
Post a Comment